26 იანვრიდან კანონში ცვლილებები შედის! - ვის შეეხება ახალი რეგულაცია
1769253400
"ფასები ამ ქვეყანაში არის არასამართლიანად მაღალი და თუ ვინმე ამაზე აგებს პასუხს, ეს პირველ რიგში არის "ოცნება" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე საუბრობს.
მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან, რათა ფასები შემცირდეს სწორი, სამართლიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად.
"ფასები ამ ქვეყანაში არის არასამართლიანად მაღალი და თუ ვინმე ამაზე აგებს პასუხს, ეს პირველ რიგში არის ოცნება. რადგან, მაღალი ფასები ამ ქვეყანაში არის განპირობებული ოცნების არასწორი და არასამართლიანი ეკონომიკური პოლიტიკით. ჩვენ ვიქნებით პარლამენტში შექმნილი კომისიის ნაწილი აუცილებლად, იმისთვის, რომ "ოცნებას" არ მოვცეთ საშუალება, ერთი მხრივ, გამოიყენოს ეს საკითხი საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის და, მეორე მხრივ, ფასების დაწევა არ მოხდეს მოკლე ვადით, არ მოხდეს ბიზნესის ზეწოლის შედეგად, ბიზნესზე განხორციელებული წნეხის შედეგად და ფასები შემცირდეს ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ სწორი, სამართლიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგად," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
საკითხთან დაკავშირებით საუბრობს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე, რომელიც ამბობს, რომ თუკი ქართულ ოცნებას ნამდვილად სურს პროდუქტებზე ფასების შემცირება, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.
"ეს საკითხი რომ გადაწყდეს, პოლიტიკური ცვლილებებთან ერთად, აუცილებელია დემპინგური ფასების გაუქმება, მეორე, მონოპოლიების დაშლა და მესამე, გადასახადების შემცირება, მაგალითად, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება, რომელიც მყისიერად გამოიწვევდა ფასების გაზრდას. თუ ნამდვილად სურს "ქართულ ოცნებას" პროდუქტებზე, გაძვირებულ ცხოვრებაზე ფასების შემცირება, რაც ნამდვილად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, მაშინ ეს ნაბიჯები უნდა გადადგას," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.