ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება
1769244754
ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება.
„ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ მონაცემთა ერთიანი, სრული ბაზის შექმნის საფუძველია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.