ფაქტი ერთია, მშვიდობის ფასი არაფერი არ არის - კობა კობალაძემ მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

კობა კობალაძე

დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად, ამ დღეს დილიდან აღნიშნავენ კიკვიძის პარკში.

მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ მიულოცა.

"უდიდესი დღეა დღეს. 80 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. ჩვენმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, ჩვენმა პაპებმა, ჩვენმა უმაღლესმა თაობამ, თავგანწირვის, ბრძოლის ფასად ფაშიზმი და ნაციზმი დაამარცხა. თითოეულ ჩვენგანს მისცა ძალა იმისა, რომ 80 წლის მერეც კი ბეჭგაშლილები და ამაყად დავდივართ. თითოეულ მათგანს და თქვენგანს მივულოცავ, დიდი წინაპრების შვილობასა. ფაქტი ერთია, მშვიდობის ფასი არაფერი არ არის", - განაცხადა კობა კობალაძემ.