ფაქტები გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი ზეწოლა იყო თუნდაც ემიგრაციაზე, ბულინგი და უამრავი ფაქტი არსებობს ქვეყნის გარეთ... ვეღარასდროს შეიყვანენ ქართულ ემიგრაციას შეცდომაში - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ "საარჩევნო კოდექსის" ახალი რედაქციისა და თანამდევი ორგანული კანონების პროექტებს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქცია 14 წლის წინ არის მიღებული და გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. ახალი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.

"როდესაც საუბარია, რომ ადამიანი უნდა ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში და აქ მისცეს, აღიქვას რეალურად თუ რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ყველანი კარგად ვხედავთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, თუ რაოდენ სიცრუის და ცრუ აღქმების თეორიის ქვეშ მოუწია ჩვენს ქვეყანას ცხოვრება და თუ რამდენი სიცრუე და სიბინძურე მოახვიეს ჩვენს საზოგადოებას თუნდაც ქვეყნის შიგნით იმ ძალებმა, იმ გარე თუ შიდა ძალებმა და აგენტურამ. ფაქტები გვახსოვს ყველას, თუ რაოდენ დიდი ზეწოლა იყო თუნდაც იმ ემიგრაციაზე, ბულინგი და უამრავი ფაქტი არსებობს ქვეყნის გარეთ, საარჩევნო კუთხით და უბნებზე.

ამიტომ, ესეც მოწესრიგდება, მე ასე ვიტყოდი, და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის მიუხედავად მათი, ხაზგასმით - ბინძური სპეკულაციებისა, იმიტომ, რომ ისინი ვეღარასდროს ვეღარ შეიყვანენ ქართულ საზოგადოებას შეცდომაში და განსაკუთრებით ემიგრაციას", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.