ხილის 7 სახეობა, რომელიც სისხლში შაქარს არეგულირებს
1764001710
პაკისტანმა ავღანეთზე თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში თავდასხმას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ცხრა ბავშვია.
„თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, პაკისტანს ასევე სამხედრო რეიდი ჰქონდა კუნარისა და პაქტიკას პროვინციებში, სადაც ოთხი მოქალაქე დაშავდა.
„როიტერი“ წერს, რომ ერთი დღით ადრე პაკისტანის ქალაქ პეშავარში ორმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც სამი სამხედრო ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს დაიწყო. საუდის არაბეთისა და კატარის შუამავლობით დაპირისპირება დროებით შეწყდა, თუმცა ქვეყნებს შორის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა. დაპირისპირება 15 ოქტომბერს განახლდა, რასაც, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ პაკისტანი და ავღანეთი ჯერ – 48-საათიან, ხოლო მოგვიანებით დოჰაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.