ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე, "ეროვნული ერთობის" სხვა წევრებთან ერთად, მარინ ლე პენმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და ევროპარლამენტი "თავისი როლის შეუსრულებლობაში" დაადანაშაულა. ის ბრალს არ აღიარებს - მარინ ლე პენის თქმით, არასდროს უგრძნია, რომ "ოდნავი დანაშაულიც მაინც აქვს ჩადენილი".
"2004, 2009 და 2014 წლებში ჩვენ საკუთარი თანაშემწეები დავიქირავეთ, გავაერთიანეთ ჩვენი თანაშემწეები პარლამენტის წევრების რაოდენობის გამო... ევროპარლამენტმა ვერ შეასრულა თავისი როლი - განგაში სათანადოდ არ ატეხა. პარლამენტი ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი საკითხის შესახებ. ჩვენ არაფერი დაგვიმალავს", - განაცხადა პროცესზე ლე პენმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 11 თებერვალსაა ჩანიშნული, განაჩენის გამოცხადება კი ზაფხულშია მოსალოდნელი.
ლე პენი მარტში გაასამართლეს ევროპარლამენტში ყალბ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული თაღლითობისთვის. მას მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ორი წელი პირობითია, და 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა. მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა არჩევით თანამდებობებზე, მათ შორის საპრეზიდენტოზე, კენჭისყრა. ეს აკრძალვა ძალაშია მიუხედავად იმისა, რომ ლე პენმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ის ჯერ საბოლოოდ არ შესულა ძალაში.
ლე პენი ამტკიცებს, რომ აკრძალვის შესახებ კანონის დაუყოვნებლივი ამოქმედება უსამართლოდ ლახავს მის პოლიტიკურ უფლებებს.