წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
ევროპარლამენტში ჩატარებულ დებატებს "ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან.
მმართველ პარტიაში თვლიან, რომ ევროპელი კანონმდებლების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ევროპარლამენტის სტრატეგიასთან თანხვედრაში მოხდის და მის მიზნად ქვეყანაში უკონტროლო სიტუაციის გამოწვევა სახელდება.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ ნაბიჯში ადანაშაულებს.
"ევროპარლამენტს თავიდანვე აქვს ისეთი სტრატეგია ჩამოყალიბებული, რომელიც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების არა მარტო გამტყუნებას, არამედ ქვეყანაში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც უკონტროლო იქნება სიტუაცია და დესტაბილიზაცია გამოიწვევს მთელ რიგ ჯაჭვურ რეაქციას.
არაერთხელ გვინახავს ასეთი რევოლუცია, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ განცხადებებს, რომელიც თუნდაც ეუთოს ასამბლეის დელეგაციამ გააკეთა საქართველოში ვიზიტის შემდეგ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.