4 ნივთი, რაც უნდა დადოთ საახალწლო სუფრაზე, რომ იღბლიანი წელი გქონდეთ
1795033323
ევროპარლამენტის მემარჯვენე და კონსერვატორი დეპუტატები ევროკავშირის გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების ლობისტური საქმიანობის დაფინანსების აკრძალვას მოითხოვენ.
როგორც გამოცემა POLITICO წერს, შესაბამისი რეკომენდაცია ევროპარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშის პროექტშია ასახული. დოკუმენტი ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის პროცესის ერთწლიან მოკვლევას ეფუძნება.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის სახსრების ლობისტური მიზნებით გამოყენება ინტერესთა კონფლიქტის რისკს ქმნის. დეპუტატები ასევე გრანტების გაცემის პროცესის გამჭვირვალობასა და თანხების ხარჯვის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.
ანგარიშის პროექტი ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს განსახილველად წარედგინება.