ღამით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები - შს მინისტრის სპეციალური ბრიფინგი
1752049761
,,მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია ორმაგი სტანდარტებით და უსამართლობა ქვეყნის მიმართ" - ასე ეხმიანებიან "ქართულ ოცნებაში" ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი დოკუმენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად აცდენილია ევროპული ბიუროკრატია ევროპულ ღირებულებებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტი ანტიქართულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა.
"ორმაგი სტანდარტი და უსამართლობაა საქართველოსთან მიმართებაში. რასაკვირველია, ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებებია. ევროპარლამენტი ჩამოყალიბდა, თავისი უმრავლესობით, ანტიქართულ პოლიტიკურ ძალად, ამ ბალტიისპირელი ლიდერობით", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.