12:12 - ასტროლოგი რეკომენდაციას აქვეყნებს, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო სურვილების ასასრულებლად
1765521771
ჩეხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლასა და უნგრეთთან ერთად გლობალისტური ევროკავშირის დამარცხებას აანონსებს.
"ევროპა არ არის ბრიუსელი, ეს არის იმ მოქალაქეების ხმა, რომლებსაც სურთ, რომ მათ მოუსმინონ", - ამ სიტყვებით ანდრეი ბაბიშმა კონსერვატორების კონფერენციაზე შეკრებილ ადამიანებს მიმართა.
ის ევროკავშირის პოლიტიკის ძირეულ ცვლილებას და ეროვნული სუვერენიტეტის დაბრუნებას ითხოვს. ბაბიშმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ისიც, რომ ევროპა უნდა იყოს არა ბრიუსელის დირექტივებზე დაფუძნებული ზესახელმწიფო, არამედ სუვერენული ერების ნებაყოფლობითი კავშირი.
"ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ევროპა იმ "შინაურებისგან," რომლებსაც დაავიწყდათ მისი არსი. დაიწყო პატრიოტების ეპოქა, რათა გადავარჩინოთ ევროპა", - ამბობს ჩეხეთის მთავრობის მეთაური.