ევროკავშირის წარმომადგენლობა: ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის

ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს.

წარმომადგენლობა მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა – მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ.

ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის“, – წერს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში.