ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „სრულ თანხვედრაში მოვიდეს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან“, რაც რუსეთისთვის და ბელორუსისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს

ევროკავშირის საბჭო

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნებიდან ამონარიდებს აქვეყნებს. საქართველოზე საუბრისას, ანგარიშის ერთ-ერთ მონაკვეთში საქართველოს მიერ რუსეთისა და ბელარუსისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებაა დაფიქსირებული.

„საბჭო კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრული თანხვედრის მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც მიღებულია როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში. საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის თავიდან აცილებაში თანამშრომლობა გააგრძელოს“, - წერია დასკვნაში.