„ბლუმბერგი“: აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს, თუ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას არ დაეთანხმება

აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს

აშშ რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს, თუ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას არ დაეთანხმება, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აშშ განიხილავს ისეთ ვარიანტებს, როგორიცაა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების გემების სამიზნეში ამოღება, რომლებსაც მოსკოვი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის იყენებს.

სტატიის თანახმად, ახალი ზომების გამოცხადება შესაძლოა, ამ კვირაშიც კი მოხდეს

წყაროების თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა გეგმები ევროპელი ელჩების ჯგუფთან შეხვედრისას განიხილა.

„პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტია და მე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ მისი ხელმძღვანელობით ამერიკა უკრაინაში ომის დასრულებას პრიორიტეტად კვლავ დააყენებს“, – დაწერა ბესენტმა სოციალურ ქსელში.