პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, ანალოგიური ან ბევრად მძიმე ძალადობა, ყოველთვის რეაქციის გარეშე რჩებოდა", - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს.
ზურაბ რურუას განცხადებით, სწორედ ასეთი მიდგომაა ორმაგი სტანდარტი, რასაც ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს.
"ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ანალოგიური, ან ბევრად მძიმე ძალადობა, ყოველთვის რეაქციის გარეშე რჩებოდა. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი, მათი მხრიდან.
მთავარი ის არის, როგორ აფასებს ამას ჩვენი საზოგადოება, ქვეყანა, მოქალაქეები. უკვე ყველა ხვდება, რომ ძალიან დიდ ტყუილში არიან გახვეულნი ეს ევრობიუროკრატები", - განაცხადა ზურაბ რურუამ.