მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1765441480
ბრიუსელში გარდაუვალ პოლიტიკურ ცვლილებებზე წერს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი, რასაც ქართული მხარე ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე ამბობდა, დღეს უკვე ამერიკამ დაადასტურა. ცვლილებების გარეშე კი ევროკავშირი "ცივილიზაციური განადგურების" პირას აღმოჩნდება, როგორც ეს ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაშია ნათქვამი. სპიკერი წერს, რომ ღირებულებების უგულებელყოფა ისე თვალსაჩინოდ არსად გამოვლენილა, როგორც საქართველოს მიმართ.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ევრობიუროკრატების არსებული შემადგენლობა ვერაფერს ვერ შეცვლის, თუმცა თავად შემადგენლობას შეცვლიან.
"იმ დონეზე არიან მიბმულები და იმ დონეზე არიან დავალებულები თავისი პატრონებისგან, რომ ვერანაირი კურსის შეცვლის რესურსს მათი მხრიდან მე ვერ ვხედავ. ადრე თუ გვიან და ეს შორს არ არის, და ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ მიუთითებს, ბრიტანეტის პრემიერ-მინისტრმაც პირდაპირ მიუთითა, რომ ასე პოლიტიკის გაგრძელება ევროპაში, არა მხოლოდ ევროკავშირში, ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი, ზოგადად ამ სივრცეში, რასაც ისინი აკეთებენ, ან ულტრალიბერალიზმის შეხედულების ბაზაზე, არის უფსკრულში გადაშვება ევროპის. ჩვენ როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობდით, ჩათვალეს, რომ ჩვენ საღად ვერ ვაზროვნებდით და ანალიზს ვერ ვუკეთებდით ამ სიტუაციას, მაგრამ პირდაპირი ტექსტით მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატები, მიუთითებს არა ბრიფინგზე ან ინტერვიუების დროს, არამედ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელსაც უსაფრთხოების სტრატეგია ჰქვია ამერიკის შეერთებული შტატების. მე თუ მკითხავთ, ეს შემადგენლობა ევრობიუროკრატებისა არის იმის შემძლე, რომ რამე შეცვალონ? პირდაპირ გუპასუხებთ, რომ არა, ესენი ვერ შეცვლიან, მაგრამ მათ შეცვლიან, ამაში დარწმუნებული ვარ", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.