თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე - კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს
1746720697
ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირის ჩათვლით მიუღებლად მიიჩნევს რეპრესიებს საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვეულებრივი ადამიანების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას“, - ციტირებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მარგუს ცაჰკნას.
ცაჰკნამ აგრეთვე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც განიხილავს.