21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება. მმართველი გუნდის ინიციატივაზე მსჯელობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება. ერთ-ერთი ცვლილება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს ეხება.
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონი არაერთ ქვეყანაში მოქმედებს და შექმნილ ვითარებაში მისი მიღება საქართველოშიც გონივრულია.
სიახლეს ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევად აფასებენ ოპოზიციაში.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ეს ინიციატივა ემსახურება ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევას.
"ესაა ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა, რომელიც ემსახურება ერთადერთ ამოცანას - ქვეყანაში დემოკრატიის გაუქმებას,"- აცხადებს ფარულავა.