ეს ადმინისტრაცია, გარკვეულწილად, სპეციფიკურია - ნიკა გვარამია აშშ-ზე

ნიკა გვარამია

პარტია "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია ტრანზაქციულია და ეკონომიკური ინტერესი მისთვის უმთავრესია:

"ეს ადმინისტრაცია, გარკვეულწილად, სპეციფიკურია. მან საკუთარ თავსაც კი დაარქვა ტრანზაქციული, ანუ მის მთავარ მიმართულებას დაარქვა ტრანზაქციონალიზმი, რაც პირველ რიგში, ეკონომიკური ინტერესებით ხელმძღვანელობას ნიშნავს, მხოლოდ ამის შემდეგ სხვა პრიორიტეტებს. დანამდვილებით ასეა, სიმართლეა ის, რომ ეს ადმინისტრაცია ტრანზაქციული და ეკონომიკური ინტერესი მისთვის უმთავრესია," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა აწუხებთ, რადგან დავალებული აქვთ თბილისსა და შტატებს შორის არსებულ დადებით ტენდენციებს პრობლემები შეუქმნან.