ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს აგენტურული ქსელისგან - არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელზე

არჩილ გორდულაძე

"ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს აგენტურული ქსელისგან", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, საქართველოში აღარ უნდა არსებობდნენ ისეთი პარტიები, რომელთა მიზანიც ქვეყნის პოლიტიკური წყობის ნგრევა იქნება.

"იმდენად დიდია კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები, რომ მათი მოქცევა კონსტიტუციურ სარჩელში მარტივი ამბავი არ არის. 23-წლიანი ისტორია არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე გამოცდილების, გამოწვევების. მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად დეტალურად ყოფილიყო ეს ყველაფერი სარჩელში ასახული.

მთავარი არის გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს აგენტურული ქსელისგან. საქართველოში აღარ უნდა არსებობდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიზანი ქვეყნის წყობილების ნგრევაა.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გაჩნდეს შესაძლებლობა, ადამიანები შემოვიდნენ და თავიანთი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.