კარგი ამბავი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1769198450
"სარჩელში, რომელიც საია-მ შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად," - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საია-ს სარჩელის მიხედვით, დღეს უკვე ჩანს, რომ სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს.
"ეს ვითომდა, უფლების დამცველი ორგანიზაცია [საია] დაკავებულია სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებით და სწორედ ამისთვის აფინანსებენ მას უცხოეთიდან.
სარჩელში, რომელიც საია-მ შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში, ცალსახად იყო ისეთი მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად. ახლა ვითარება იმგვარად არის, რომ დარჩენილ მცირედ ნაწილშიც, კითხვები აქვს სასამართლოს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.