ნუცა ბუზალაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე საუბრობს
1789673744
გარე ძალებისთვის საქართველო ისევ აქტუალურია, არაფერი შეცვლილა გლობალური ინტერესის თვალსაზრისით, მათ საქართველოში არეულობა ისევ და ისევ აწყობთ, რადგან ხელისუფლება შეიცვალოს და ომში ჩართონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპის შიგნითაც ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
„ევროპის ინტერესში შედის, რომ საქართველოზე იყოს შუა დერეფანი, თუმცა ევროპის შიგნით ჩვენ ვხედავთ ასევე გარკვეულ დაჯგუფებას, რომელთაც ეს შუა დერეფანი ნაკლებად აღელვებს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან ორმაგი მიდგომა უკვე ვნახეთ. ერთი მხრივ აკეთებენ რაღაც შეხვედრებს, სადაც საქართველოს არ ეპატიჟებიან, რომელიც დაკავშირუბლობას ეხება, მეორე მხრივ იმ პროექტს, რომელიც საქართველოს ინიციატივით ხორციელდება {შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი} განსაკუთრებულ სტატუს ანიჭებენ, საუბრობენ საქართველოში გადატრიალების აუცილებლობაზე, ღიად თუ ფარულად აფინანსებენ საქართველოში გადატრიალებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის შიგნითაც ერთიანი პოზიცია არ არსებობს.