ეკა სეფაშვილი ფასების რეგულირებაზე: ეს იქნება საუკეთესო იმისათვის, რომ საქართველოში კონკურენცია იყოს სამართლიან წესებზე დაფუძნებული, რაც ერთნაირად ხელსაყრელი იქნება როგორც ბიზნესისათვის, ისე მოსახლეობისათვის

ეკა სეფაშვილი

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა ფასების რეგულირების მნიშვნელობა შეაფასა.

„ეს იქნება საუკეთესო იმისათვის, რომ საქართველოში კონკურენცია იყოს სამართლიან წესებზე დაფუძნებული, რაც ერთნაირად ხელსაყრელი იქნება როგორც ბიზნესისათვის, ისე მოსახლეობისათვის და ამასთანავე არ დააზიანებს არც ერთ მხარის ინტერესებს”, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შეხვდება. მანამდე კი კომისიამ ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებთან პროდუქტზე არსებული მაღალი ფასის დაწევის გზების ძიებაზე იმსჯელა.