1769027328
ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლის დავით ხადურის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახს, ახლობლებს, თანაკლასელებს. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და გისურვებთ სიმტკიცეს ამ მძიმე ჟამს.
დადუ ყოველთვის იქნება მისი თანაკლასელებისა და მასწავლებლების გულებში“.












