მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1765441480
„ალდეს“ განცხადება სამარცხვინოა. დაახლოებით ათი დღე მოუნდა იმის გააზრებას, თურმე ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა და ისიც კი ვერ გაბედეს, ეს ტერორისტული აქტი დაეგმოთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, ეს განცხადება აშკარად იმის მიმანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური პარტია ევროპის მასშტაბით იმ უცხოელი აქტორების მიერ იმართება, რომლებიც ასეთ ძალადობრივ ქმედებებს ემხრობიან.
„ამას ადასტურებს მათ მიერ განცხადებაში მოყვანილი ცრუ ინფორმაცია, ვითომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს მათი მცდელობის კიდევ ერთი გაგრძელებაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ალდე“ თავის დავალებას უნიჭოდ ასრულებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
პარტია „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „„ალდე“ არ ამართლებს ალეკო ელისაშვილის ქმედებებს, ასევე არ ამართლებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის და ქიმიური იარაღის გამოყენებას“.