ძიება ENG GEO25 ოქტომბერი 2025, 16:32 დღეს 24 ოქტომბერი ვრცლად HQ Live და DVR 1სატელიტი იქნებ ჩამოყალიბდნენ ერთმანეთში ევროკავშირის ელჩი და აშშ-ის კანონმდებლები, რომლებიც ამკაცრებენ "ფარას", ორმაგი სტანდარტებიც აღარ არის ეს უკვე, ეს საქართველოს საზოგადოების შეურაცხყოფაა - გურამ მაჭარაშვილი​

გურამ მაჭარაშვილი

მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება განსაკუთრებით ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც შტატებში "ფარას" კიდევ უფრო ამკაცრებენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აბსურდია, როდესაც ევროკავშირის ელჩი აკრიტიკებს ქართულ კანონმდებლობას, მაშინ როცა არაფერს ამბობს ანალოგიური შინაარსის ამერიკულ კანონზე. სენატში "ფარას" გამკაცრების კანონპროექტი უკვე წარდგენილია, დოკუმენტის ერთ-ერთი თანასპონსორი სენატორი რიშია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

"იქნებ ჩამოყალიბდნენ ერთმანეთში ევროკავშირის ელჩი და აშშ-ის კანონმდებლები, რომლებიც ამკაცრებენ ამ "ფარას", ორმაგი სტანდარტებიც აღარ არის ეს უკვე, ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა საქართველოს საზოგადოების. თურმე შავმა ფულმა საქართველოში უნდა იტრიალოს ისე, რომ არავინ არაფერი არ უნდა იცოდეს და აშშ-ში გამჭვრივალობის კანონი მართალია, აი ეს ორმაგი სტანდარტებია ნამდვილად," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.