დონალდ ტრამპი ირანზე - სჯობს, წესიერად მოიქცნენ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა საჯაროდ დაესახელებინა ვადა, რომელსაც ის ირანს აძლევს, სანამ ქვეყნის ხიდებზე დარტყმებს განახორციელებს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„არ მიყვარს ვადების დაწესება, მაგრამ მათ თითქმის ყველაფერი იციან. ირაშია საქმე. სჯობს, წესიერად მოიქცნენ“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას აძლევს თუ არა ის ირანს ვადას, სანამ აშშ ხიდების დაბომბვას დაიწყებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ მორიგი დარტყმები განახორციელეს. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე, რათა კიდევ უფრო შეესუსტებინათ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე მსახურობენ.“