დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
თბილისში პარტია "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის მესამე ეროვნული კონფერენცია მიმდინარეობს. დელეგატები მთელი საქართველოს მასშტაბით ორგანიზაციის გამგეობასა და თავმჯდომარეს აირჩევენ.
ღონისძიებაზე ასევე გაერთიანების საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. დღეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებიდან 4 წელი შესრულდა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხს განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობა გაზრდა, რათა ქვეყანას ჰქონდეს სრულყოფილი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა.
"დღეს აღვნიშნავთ ქალთა ორგანიზაციის იუბილეს, ორგანიზაციისა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ქალების მონაწილეობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ საქმეებში.
მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობა იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სრულყოფილი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა.
დღეს გვყავს უფრო მეტი ქალი ჩართული, როგორც პოლიტიკაში, საკრებულოებში, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. იმ ძირითადი გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში არსებობს, მნიშვნელოვანია ვიყოთ თანხვედრაში და გვქონდეს შესაბამისი სტრატეგია", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.