დავით სონღულაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა არჩევნებში პოზიცია გურჯაანში დააფიქსირა
დავით სონღულაშვილმა ხმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის 26-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

მინისტრის თქმით, მისი არჩევანი მიმართულია ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ მომავალზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კახეთის რვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევენ.

ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა ფიქსირდება. საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა.