გიგა ფარულავა: ერთი წლის წინ იმ პარტიებსაც მოვუწოდებდით, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, რომლებიც დღეს უნგრეთის და სერბეთის მაგალითებზე საუბრობენ

გიგა ფარულავა

უნგრეთისა და სერბეთის არჩევნების მაგალითზე ჩვენთვის ყოველთვის ცხადი იყო, მიგვაჩნდა, რომ ხელისუფლების შეცლის ერთადერთი სწორი გზა არჩევნებია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წლის წინ „გახარია საქართველოსთვის“ იმ პარტიებსაც მოუწოდებდა, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, რომლებიც დღეს უნგრეთის და სერბეთის მაგალითებზე საუბრობენ.

„არჩევნების ბოიკოტი შეცდომა იყო. სამწუხაროდ, ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა მაშინ სხვა გზა აირჩიეს, რითაც ამომრჩევლები, ქვეყნა და პოლიტიკური პროცესები დააზიანეს. ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები დააზიანეს. ჩვენთვის არაფერია ახალი იმაში, რომ არჩევნების გზით, ისე როგორც სერბეთში და უნგრეთში მოხდა, ასე მოხდეს ერთპარტიული მმართველობის კონკრეტული რეჟიმების შეცვლა. ამას სჭირდება სწორი და პრაგმატული დღის წესრიგი, რაც ხშირ შემთხვევაში ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს და პოლიტიკოსებს არ გააჩნდათ. ამის ნათელი დადასტურებაა 4 ოქტომბრის პროვოკაციული რევოლუციური სცენარები, როდესაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და იმაში დაარწმუნეს, რომ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებას შეცვლიდნენ. მათ მოუწოდებდნენ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

✕