დავით შერაზადიშვილი: შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება რჩება უმთავრეს ფასეულობებად

დავით შერაზადიშვილი

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი გუნდის გამარჯვებას ულოცავს და მადლობას უხდის თითოეულ ამომრჩეველს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნებამ“ ამომრჩევლის სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ამ შედეგებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება რჩება უმთავრეს ფასეულობებად,“ - აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.

დავით შერაზადიშვილი განსაკუთრებით ულოცავს საკუთარ საარჩევნო ოლქში არჩეულ მერებს, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის უპირობო ნდობა მოიპოვეს:

• ბოლნისი – ზამურ ჭითანავა (96.65%) – „მჯერა, ბატონი ზამური ახალი ენერგიით და ხედვით განაგრძობს ბოლნისის განვითარებას.“• დმანისი – კობა მურადაშვილი (100%) – „ბატონმა კობამ მეორედ მოიპოვა დმანისელების ნდობა და დარწმუნებული ვარ, დაწყებულ საქმეს წარმატებით გააგრძელებს.“• თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური (100%) – „ბატონი მიხეილი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კარგად იცნობს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს.“• წალკა – ილია საბაძე (100%) – „ბატონი ილია წალკელების არაერთგზის რჩეულია და კვლავ ღირსეულად იმუშავებს მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისთვის,“ - წერს სოციალურ ქსელში.