ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1759747969
გუშინ, თბილისში დაჭრილი პოლიციელის მეწყვილე კლინიკიდან ფოტოს და ინფორმაციას ავრცელებს.
„უფალს ვეხვეწებოდი, არ მითხრას ჭრილობას ფოტო გადაუღე და მაჩვენეო... წარბი არ შეუხრია, აქეთ მამშვიდებდა, ნუ ნერვიულობ, არაფერიაო. ძალიან ძლიერია, სანდო და მართლა ადამიანი. გადარჩა... გადავრჩით, ღმერთს ვყვარებივართ. მილიმეტრებითაა აცდენილი არტერიასთან“, - წერს ირმა გიქორაშვილი.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც პოლიციელი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ. ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.