ჯონდი ბაღათურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1759747969
დაჯგუფება „ჰამასმა“ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის ფარგლებში იარაღის ჩაბარებაზე დათანხმდა.
„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „უსაფუძვლო“ უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ პოზიციის დამახინჯებას და საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას“.
მარდავიმ მედიასაშუალებებს მოუწოდა, გადაამოწმონ ინფორმაცია და დაეყრდნონ სანდო წყაროებს, ჟურნალისტებს კი მოუწოდა, არ წამოეგონ ჭორებს ან დაუდასტურებელ მტკიცებებს.
ეგვიპტე „ჰამასისა” და ისრაელის დელეგაციებს მასპინძლებს, რათა განიხილონ ტრამპის ღაზის გეგმის ფარგლებში პატიმრების გაცვლის შეთანხმების დეტალები.