„ხატის წინაშე ვიფიცებ...“ - ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1747770750
უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდ "მადლიერების" ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს - მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა თავისი დამოკიდებულება უკრაინელი მიგრანტების მიმართ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ისეთმა ქვეყნებმა როგორებიც არიან, ირლანდია, გერმანია, პოლონეთი, ნორვეგია და სლოვაკეთი შეამცირეს რიგი დახმარებები, ზოგი კი საერთოდაც გააუქმეს უკრაინელებს.
„ უკრაინელი ლტოლვილებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული 10 მილიონი დოლარის დახმარების ფონზე, რის სანაცვლოდ "მადლიერების" ნიშნად ამაგრებდნენ ანტისახელისუფლებო აქციებს - მთელმა რიგმა ევროპულმა სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გადახედა თავისი დამოკიდებულება უკრაინელი მიგრანტების მიმართ. კერძოდ: ირლანდიაში მოხდა დახმარების მნიშვნელოვანი შემცირება: 2024 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი საცხოვრებლის მქონე უკრაინელ ლტოლვილებს სოციალური დახმარება შეუმცირდათ – მოზრდილებისთვის 232 ევროიდან 38,80 ევრომდე, ხოლო ბავშვებისთვის დაახლოებით 30 ევრო კვირაში. შემცირდა დროებითი საცხოვრებლის ვადაც: ახალჩამოსული ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი მხოლოდ 90 დღით გამოიყოფა, რის შემდეგაც მათ უნდა მოძებნონ ალტერნატიული ბინა ან მოითხოვონ სხვა სახის დახმარება. შესაბამისად, ლტოლვილების მიმღები ოჯახებისთვისაც შემცირდა სუბსიდირებული წახალისება: 2025 წლის მარტიდან, თვეში 800 ევროს ნაცვლად, 600 ევრო. გერმანიამაც განახორციელა დახმარების ტიპის ცვლილება: 2025 წლის 1 აპრილიდან, უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც ამ თარიღის შემდეგ ჩავიდნენ ქვეყანაში, აღარ იღებენ Bürgergeld-ს (563 ევრო), არამედ სხვა თავშესაფრის მაძიებლებისთვის გათვალისწინებულ შეზღუდულ დახმარებას – დაახლოებით 460 ევროს, ზოგჯერ ვაუჩერების სახით. განხორციელდა ჯანმრთელობისა და საცხოვრებლის "პაკეტების" გადახედვაც: ახალჩამოსულებს სახელმწიფო ცენტრებში ათავსებენ და მათ მხოლოდ საბაზისო სამედიცინო მომსახურება ეძლევათ.
დაწესდა სანქციები ინტეგრაციაზე უარის შემთხვევაშიც: ვინც უარს ამბობს სამსახურზე ან ინტეგრაციის კურსებზე, შეიძლება დაეკარგოს დახმარების 10%, 20% ან 30% განმეორებით დარღვევებზე. პოლონეთმა 2024 წლის 1 ივლისიდან გააუქმა ერთჯერადი 300 ზლოტის დახმარება, ყოველდღიური 40 ზლოტის კომპენსაცია მასპინძლებისთვის და ბავშვებისთვის განკუთვნილი 800 და 300 ზლოტის დახმარებები, თუ ისინი სკოლაში არ დადიან. შეიცვალა საცხოვრებლის თანადაფინანსებაც: ვინც 120 დღეზე მეტს ცხოვრობს საერთო საცხოვრებლებში, ვალდებულია გადაიხადოს დღიური ხარჯის 50%, ხოლო 180 დღის შემდეგ – 75%. ნორვეგიამ გააუქმა ბავშვებზე განკუთვნილი დახმარება. ასევე შემცირდა წყვილებზე გასაცემი დახმარება: უშვილო წყვილებისთვის პროგრამით გათვალისწინებული დახმარება დაახლოებით 6000 ნორვეგიული კრონით (516 ევრო) შემცირდა. ასევე გამკაცრდა ცხოვრების პირობები: ვინც საცხოვრებლად სახელმწიფოს ცენტრებში არ რჩება, მათ ფინანსური დახმარება აღარ ეძლევათ. ასევე ამ ცენტრებში იკრძალება ცხოველებთან ერთად ცხოვრება. სლოვაკეთმა შეამცირა საცხოვრებლის კომპენსაცია: 2024 წლის მარტიდან, საცხოვრებლის მიმწოდებლებს 1 დღის განთავსებაზე ეძლევათ მხოლოდ 5 ევრო – ბავშვისა და მოზრდილის შემთხვევაში ერთნაირად. ადრე მოზრდილებზე 10 ევრო იყო, ხოლო ბავშვებზე – 5 ევრო“,- წერს დავით ქართველიშვილი.