1747757404
წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„21 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, გ.გურამიშვილის ქ. N1ა-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 21 მაისს, 11:00 საათიდან 21 მაისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
გორგასლის N 6-30 (ლუწებს) N 41-81 (კენტებს) (მათ შორის პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო); ორთაჭალის N 2-6 (ლუწებს); N 1-5 (კენტებს); გულუას N 10(შსს); გიორგი გურამიშვილის ქუჩებს.
21 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ი.ჭავჭავაძის გამზ. N53-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 21 მაისს, 23:30 საათიდან 22 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ი. ჭავჭავაძის გამზ. N39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის N 1,2ა, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.