დავით მათიკაშვილი უკრაინაზე: ნატოს გენმდივნის განცხადება დასტურია იმის, თუ როგორ შეიძლება, წლების განმავლობაში ცრუ მოლოდინში ამყოფო კონკრეტული სახელმწიფო - განუცხადო, რომ ფაქტობრივად, მისი სურვილები განუხორციელებელია

დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი უნგრეთში ვიზიტისას ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს ეხება.

„ნატოს გენერალური მდივნის განცხადება არის დასტური იმის, თუ როგორ შეიძლება, წლების, ათწლეულობის განმავლობაში, ცრუ მოლოდინში ამყოფო კონკრეტული ხალხი, სახელმწიფო და როდესაც ყველაზე მეტად კრიტიკული მოცემულობა დგება, სწორედ მაშინ განუცხადო, რომ ფაქტობრივად, მისი ოცნებები და სურვილები განუხორციელებელია.

ნატოს გენმდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში არ გადაწყდება.