13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
საქართველოს პარლამენტის ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქოში) ილხომ აბდურახმონს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში.
„ვისაუბრეთ საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე, მათ შორის, ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალის ათვისებაზე. განვიხილეთ თბილისსა და დუშანბეში საელჩოების გახსნის შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყება. ხაზი გაესვა მეგობრობის ჯგუფების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას. მზაობა გამოვთქვით, საქართველოში ვუმასპინძლოთ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა.