დავით მათიკაშვილი: საზოგადოების განსჯადია, რომელ მხარეს არის სიმართლე. მარტივია სიმართლის დანახვა, რადგანაც ვერც ერთი ოპონენტი „ქართული ოცნების“ ლოგიკას ვერ გაუძლებს. ნაწილმა უკვე დამარცხება გამოაცხადა, ჯერ დებატები არ დაწყებულა

დავით მათიკაშვილი

საზოგადოების განსჯადია, რომელ მხარეს არის სიმართლე. მარტივია სიმართლის დანახვა, რადგანაც ვერც ერთი ოპონენტი „ქართული ოცნების“ ლოგიკას ვერ გაუძლებს. ნაწილმა უკვე დამარცხება გამოაცხადა, ჯერ დებატები არ დაწყებულა, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ მედიასივრცეში დაბრუნდეს ჯანსაღი დებატები.

„დაბრუნდეს ჯანსაღი სჯა-ბაასი ქართულ მედიასივრცეში. დებატი, რომელმაც ჩვენი საზოგადოებისთვის ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად მოქნილად და პირდაპირი გზით მიწოდება უნდა უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, საზოგადოების განსჯადია თუ რომელ მხარეს არის სიმართლე. მარტივია ამ სიმართლის დანახვა, რადგანაც ვერც ერთი ოპონენტი „ქართული ოცნების“ ლოგიკას ვერ გაუძლებს. ნაწილმა უკვე დამარცხება გამოაცხადა, ჯერ დებატები არ დაწყებულა, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.