VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
რაც შეეხება „ლელოს“ და იმ დეპუტატებს, რომლებმაც მოიპოვეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მანდატი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვეძლო, მოგვეთხოვა და ამის უფლება სრულიად გვქონდა კანონმდებლობიდან გამომდინარე, მანდატების გაუქმება პარტიის გაუქმებასთან ერთად, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, - განაცხადა საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიებისგან განსხვავებით, მათი პოლიტიკური ჯგუფი პატივს სცემს, მოქალაქეების მიერ „ლელოს“ წევრებისთვის გამოცხადებულ ნდობას.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ „ლელომ“ უგულებელყო საზოგადოების ნდობა და ამით გააცუდა და გაამტყუნა ეს ნდობა საზოგადოების თვალში, მიუხედავად ამ ყველაფრისას, დღეს, როდესაც „ლელომ“ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მათ მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც, დაახლოებით, 50-ზე მეტი მანდატი აქვთ აღებული თვითმმართველობის არჩევნებში, გადაწყვეტილება მანდატების ჩამორთმევისა, გარკვეულწილად, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ამ საზოგადოების მხრიდან გამოხატული ნდობისადმი უნდობლობის გამოხატვა იქნებოდა. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ პატივისცემით ვეპყრობით იმ დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველთა საფუძველი. საზოგადოება და ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვის მიანიჭოს უფლებამოსილება - იყოს წარმომადგენელი და ვის არ მიანიჭოს უფლებამოსილება“, - განაცხად მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამდენად, ვინც მიიღო მანდატი „ლელოს“ სახელით, მას მანდატი შეუნარჩუნდება და პარტიის საქმიანობის აკრძალვა არ შეეხება.
შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინაკონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.