დავით მათიკაშვილი: ხოშტარიას მხრიდან განხორციელებული არა ერთი ძალადობრივი ქმედება გვინახავს. რადიკალების სურთ სიმართლე ამოატრიალონ და საზოგადოებას ისე წარმოუდგინონ თითქოს რაიმე ფორმით სახელმწიფო თავს ესხმის ქალბატონს

დავით მათიკაშვილი

სასამართლოს გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიას პატიმრობასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებების თემაა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მცდელობა ელენე ხოშტარია პოლიტპატიმრად წარმოაჩინოს უშედეგოა.

„ქართულ ოცნებაში“ ხოშტარიას მხრიდან კანონდარღვევებზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ყველა, ვინც მის უდანაშაულობაზე მიუთითებს, ძალადობის მხარეს დგას.

„ჩვენ, მისი მხრიდან განხორციელებული არა ერთი ძალადობრივი ქმედება გვინახავს, პროტესტის ზღვარს გადაცილებული საქციელი გვინახავს. გვახსოვს, მისი მხრიდან არ გადახდილი გირაო და ამით პრაქტიკულად განპირობებული პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება. გვახსოვს არ გადახდილი ჯარიმები მთელ რიგ ქმედებებზე. გასაგებია რადიკალური ოპოზიციის და მათი პროპაგანდისტული მედიის მხრიდან, როგორ სურთ სიმართლე ამოატრიალონ და საზოგადოებას ისე წარმოუდგინონ ეს ყველაფერი თითქოს რაიმე ფორმით სახელმწიფო თავს ესხმის ქალბატონს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.