დავით მათიკაშვილი: გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შსს უამრავი მიმართულებით ძალიან ეფექტური იყო. გვაქვს რწმენა, რომ ის ამ წარმატებულ საქმიანობას სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს

დავით მათიკაშვილი

 ბატონმა გეკა გელაძემ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც ძალიან აქტიურმა მენეჯერმა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მისი მინისტრობის განმავლობაში შსს უამრავი მიმართულებით ძალიან ეფექტური იყო.

„საზოგადოება პრაქტიკულად ონლაინ რეჟიმში აკვირდებოდა ყველამ იმ წარმატებულ ოპერაციას, რომელსაც შსს ახორციელებდა. რა თქმა უნდა გვაქვს რწმენა, რომ გეკა გელაძე ამ წარმატებულ საქმიანობას სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეს ოფიციალურად ჩაიბარებს.