პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
ძალიან უხეშად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, თუმცა შეერთებულ შტატებთან მიმართებით აბსოლუტურად სხვა რამეს აცხადებენ, თითქოს ჩაურევლობა არის პრინციპი მოკავშირეობის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ.
„ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ერეოდნენ და პატივს უნდა სცემდნენ ქვეყნის სუვერენიტეტს, თუმცა ერთია სიტყვაზე ნათქვამი, რაც მოვისმინეთ ქალბატონი კალასის მხრიდან და საქმეზე აბსოლუტურად სხვა რამეს ვაწყდებით, როდესაც ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ ევროჩინოვნიკები. ისინი არაფრად თვლიან ქართველი ხალხის სურვილს კონკრეტული პოლიტიკური პარტია ჰყავდეთ ხელისუფლებაში. ძალიან უხეშად აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, თუმცა შეერთებულ შტატებთან მიმართებით აბსოლუტურად სხვა რამეს აცხადებენ, თითქოს ჩაურევლობა არის პრინციპი მოკავშირეობის. როგორ - ევროკავშირს და საქართველოს არ აქვს მოკავშირეობა?!“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ. საქმე ეხება შეერთებული შტატების კრიტიკას. „არ უნდა ჩავერიოთ ქვეყნების შიდა საქმეებში, ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“,- ამბობენ ანტონიუ კოშტა და კაია კალასი. ეს მაშინ, როცა საქმე მათ ეხებათ. საქართველოს შიდა საქმეებში კი, მაგალითად, კაია კალასი ხშირად ერევა. ამ თემაზე დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის თქმით, კალასის განცხადება ერთადერთ კონტექსტში შეიძლება იყოს სიმართლე, რომ მას საქართველო ქვეყნად არ მიაჩნია.