1757179938
დავით მათიკაშვილი: ეს არის დიდი უტიფრობა და პოლიტიკური სიბეცე, როდესაც ცდილობ საზოგადოებას შეასაღო თითქოს რაიმე ფორმით არსებობს მშვიდობიანი დამხობის მექანიზმი

ეს არის დიდი უტიფრობა და პოლიტიკური სიბეცე, როდესაც ცდილობ საზოგადოებას შეასაღო თითქოს რაიმე ფორმით არსებობს მშვიდობიანი დამხობის მექანიზმი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ არაფრის თავი არ აქვთ და არიან უსუსტესები. ვინც გასცდება კანონის ფარგლებს, ყველა ამ პირის მიმართ იქნება სახელმწიფო ადეკვატური. ეს ვითომ ცხელი თავი ლიდერები ბოლოს გარბიან, იმ მოტყუებულ ადამიანებს შეატოვებენ იმ დაპირისპირების კერას და ძალიან მძიმედ სრულდება ეს ყველაფერი.
ის დრო გავიდა, როდესაც ტყუილებით კვებავდნენ საზოგადოებას, არანაირი ვარდების რევოლუცია რომ არ იყო ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. იყო ჩვეულებრივი ძალმომრეობითი გადატრიალება, რაშიც დიდი როლი შეასრულეს უცხოეთიდან კონკრეტულმა დავალების მიმცემებმა აქ აგენტურამ და ა.შ.“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის პროპაგანდიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ღია მოწოდებებზე გადავიდა. აანონსებენ რევოლუციას და ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებენ.