თვითმხილველების ინფორმაციით, შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილნი
1752508375
ძალიან კარგია ქართულად, რომ საუბრობს, მაგრამ ქართულად სიმართლე უნდა ილაპარაკოს. ტყუილებს ქართულად ილაპარაკებს, ინგლისურად თუ ფრანგულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ბრიტანეთის ელჩის გარეტ უორდის ვიდეო- მიმართვას, სადაც ის შეშფოთებულია, როგორც თავად ამბობს, საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით და ფაქტობრივად აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი არა პოლიციელის თავდასხმისთვის, არამედ ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს.
დავით მათიკაშვილის თქმით, ელჩი ისევე, როგორც პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს და ელჩისთვის, რომ გაეწნა, რომელიმე ჟურნალისტს სილა საინტერესოა რა შეფასებას მისცემდა ბრიტანეთის ელჩი ამ შემთხვევას.
„ელჩი, ისევე, როგორც პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს. დიდ ბრიტანეთში, რომელიმე ჟურნალისტის მხრიდან, რომელსაც არ მოსწონს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა ან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა, რომ ამ ჭრილში ბატონ ელჩს სილა უთავაზოს, სილა გაარტყას. სილის გარტყმა იქნება ხელისუფლების კრიტიკა თუ ის იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ხომ მარტივია ძალიან?“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.