ცნობილია „სადგურის მოედანზე“ ნგრევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
1752525856
წინ გზა მარტივი არ იქნება. პირადად შემიძლია დავადასტურო, რომ დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორად მუშაობისას „დიფ სთეითი“ გვებრძვის თითოეულ ნაბიჯზე და ის არსებობს თითოეული ფედერალური სააგენტოს შიგნით, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ტულსი გაბარდმა Turning Point USA-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„მე განვიცდი ისეთივე იმედგაცრუებას, როგორც მრავალი თქვენგანი გამოხატავს ამას „იქსსა“ თუ სხვა პლატფორმებზე იმასთან დაკავშირებით, უფრო სწრაფად რატომ არ მიდის საქმეები? რატომ არ ვიღებთ შედეგებს უფრო სწრაფად? მე ვგრძნობ ამ იმედგაცრუებას ყოველდღიურად. ჩვენ მთელი ძალით ვცდილობთ, იმის გაცნობიერებით, რომ ისინი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევენ. არა უშავს. ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ აქ ვართ, რომ ვიბრძოლოთ თქვენთვის“, – აღნიშნა ტულსი გაბარდმა.