12:12 - ასტროლოგი რეკომენდაციას აქვეყნებს, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო სურვილების ასასრულებლად
1765521771
საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ვერდიქტს ეხმაურება. მისი თქმით არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას უნდა დაეკისროს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შესრულდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და, ამავდროულად, პასუხისგება დაეკისროს რეალურად ამ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ცალსახად იყო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია“, - აცხადებს მათიკაშვილი.
2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.