დავით ჩიხელიძე: საქართველოს კეთილდღეობის ინდექსი 17 პუნქტითაა გაზრდილი, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი კი 7.5 პუნქტია, ევროკავშირის - 5.5. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ეს შედეგია პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს

დავით ჩიხელიძე

„ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა საქართველოს მსოფლიო ლიდერ სახელმწიფოდ აქცევს კეთილდღეობის მიმართულებით - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია კეთილდღეობის ინდექსით. უფრო მეტიც, საქართველო ლიდერ სამეულშია.

„კეთილდღეობის ინდექსით, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში, საქართველომ 21-ე საუკუნეში უპრეცედენტო პროგრესს მიაღწია და მსოფლიოს ლიდერ სამეულში შედის! ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული კვლევა (არ დაგვავიწყდეს აღნიშნული ორგანიზაცია, საქართველოს მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი) კეთილდღეობის ინდექსს ფართო ჭრილში განიხილავს, რაც უმცირესობათა უფლებების დაცვას, თანასწორუფლებიანობას, განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვას და ა.შ. მოიცავს.

21-ე საუკუნეში საქართველოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 17 პუნქტით არის გაზრდილი, იმ დროს როცა მსოფლიოში ეს რიცხვი 7,5-ს შეადგენს, ევროკავშირში კი 5,5. ციფრები ყველაფერზე მეტყველებს, ნიშანდობლივია, რომ 2012 წლის შემდეგ კეთილდღეობის ინდექსი თითქმის 9 პუნქტით არის გაზრდილი. ქართული ოცნების, პრაგმატულმა, შედეგზე გათვლილმა და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ, საქართველო კეთილდღეობის ინდექსით, მსოფლიო ლიდერ სახელმწიფოდ აქცია!“ - წერს ჩიხელიძე.