„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე გოგო...“ - ბათუმში ახალგაზრდას გლოვობენ
1751370163
ბოლო წლებში აქტიურად ვუზიარებთ გამოცდილებას განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს - განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, საგადასახადო და საბაჟო სისტემების გაუმჯობესების სფეროებში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 7 წევრ სახელმწიფოს „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მონაცემების შესაბამისად.
„დღესდღეობით, მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
პანდემიის გახანგრძლივებული გავლენა, მიმდინარე კონფლიქტები, მზარდი უთანასწორობა, ჰუმანიტარული კრიზისები, სასურსათო უსაფრთხოების არარსებობა და კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აფერხებს 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებას.
ეს კონფერენცია კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა, დამატებითი მუხტი შევძინოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისკენ მიმართულ ჩვენს ერთიან ძალისხმევას, და უზრუნველვყოთ, რომ არავინ დარჩეს პროცესს მიღმა.
ძვირფასო კოლეგებო, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გამოავლინა დიდი სიმტკიცე. გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე.
აღნიშნულის შედეგად, შესაძლებელი გახდა გარე შოკების დაძლევა და შთამბეჭდავი პროგრესის მიღწევა - 2021 წელს დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში - საშუალოდ 9.7%-იანი ზრდა.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებს და მიღწეულ შედეგები განპირობებულია ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და მომსახურების სფეროებში მიღწეული თვალსაჩინო შედეგებით.
სწრაფი აღდგენის ტენდენციები ფიქსირდება ტურიზმის სექტორშიც - 2024 წელს მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 35%-ით გადააჭარბა და ზრდა 2025 წელსაც გრძელდება.
მდგრადი განვითარების ხანგრძლივი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად, ჩვენი პრიორიტეტია საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირება და განახლებად ენერგიაზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და დაკავშირებადობაზე ყურადღების კონცენტრირება.
საქართველო გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროგრესით და მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატით, რასაც მისი სტაბილური სამართლებრივი სისტემა და ბიზნეს გარემო განაპირობებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მიერ ჩატარებული „ღია ბიუჯეტის 2023 წლის კვლევის“ თანახმად.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 7 წევრ სახელმწიფოს „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მონაცემების შესაბამისად.
მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ - საქართველო 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია.
საქართველომ ეს წინსვლა შეძლო, მიუხედავად უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა.
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას.
ჩვენ კვლავაც მოწოდებულნი ვართ განვაგრძოთ სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის, სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაციის, რეგიონული სავაჭრო დაკავშირებადობის გაუმჯობესების, კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
ბოლო წლებში ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს - განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, საგადასახადო და საბაჟო სისტემების გაუმჯობესების სფეროებში.
საქართველო მომავლშიც მზად არის, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტიანი და ინკლუზიური გლობალური ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას.
დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განვითარების დაფინანსების მეოთხე კონფერენცია (FfD) მხოლოდ პროგრესის შემაჯამებელ პლატფორმად არ უნდა დარჩეს.
მან მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს შემდგომ ქმედებებს.
საქართველო მზად არის, შეასრულოს თავისი როლი და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ფინანსურმა სისტემებმა უზრუნველყონ არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური და მდგრადი განვითარება ყველასთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.