ნინო წილოსანი: ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ თავისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოეთხოვა, შედეგად ის მიიღო, რომ მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა

ნინო წილოსანი

ელენე ხოშტარიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი კოლეგებისთვის, თავისნაირი რადიკალებისთვის ფეხები დაებაკუნებინა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოეთხოვა, თუმცა შედეგად ის მიიღო, რომ ძალიან მალე კვების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნინო წილოსანმა მიიღო ასევე ის, რომ იგივე პარტიები, რომლებიც იქამდეც ვიცოდით, რომ რადიკალურები და ექსტრემისტულები იყვნენ, არ აღიარებენ დემოკრატიის არანაირ ელემენტარულ პრინციპებს.

„არანაირი ცვლილება არ მომხდარა – ელენე ხოშტარიას ფეხის ბაკუნს მხოლოდ მისნაირი რადიკალები აჰყვნენ. აჰყვნენ ისინი, ვინც აქამდეც ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ საკუთარი ოპოზიციონერი კოლეგები დაეშანტაჟებინა, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ფაქტია, რომ გახარია და „ლელო“ ისევ აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი შიში და რისკი აქვთ იმისა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული შედეგებით არ გამოვიდნენ ამ არჩევნებიდან“, – განაცხადა წილოსანმა.