დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის "შეხიდება" - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს

დავით ჩიხელიძე

ეუთო/ოდირის ანგარიში  არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანი შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავება არის! ანგარიშის გამოქვეყნების დრო და ტონალობა მიუთითებს ერთადერთ მიზანზე: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის "შეხიდება". ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

 

ჩიხელიძის შეფასებით, ქართულ საზოგადოებას კარგად ესმის, სად მთავრდება პარტნიორობა და სად იწყება გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგი. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, არც ერთხელ არ უნდა წამოეგო იმ „ანკესს“, რომელიც დასავლეთიდან სხვადასხვა პოლიტიკური თუ საინფორმაციო გზით იქნა გადმოგდებული.

 

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ წარმოდგენილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში, უამრავ კითხვას ბადებს,  ფორმალურად ეს ანგარიში საქართველოს დემოკრატიული გარემოს შეფასებას ემსახურება, თუმცა მისი შინაარსი  და განსაკუთრებით რეკომენდაციები  არის მიკერძოებული და რეალობისგან შორს დგას.

 

ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ანგარიშში პირდაპირ არის მოთხოვნა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონის გაუქმებაზე. საუბარია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ და „გამჭვირვალობის კანონზე“. ჩემთვის ეს მოთხოვნები მიუღებელია, რადგან ერთი მხრივ აღნიშნული ორი კანონი იცავს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს, მეორე მხრივ კი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე აქტიურად მუშაობენ  ევროპული სახელმწიფოები, ისინი

 

ხშირად  საუბრობენ გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენგან ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, რომელიც  გამჭვირვალობას და უცხოური გავლენების ჩარევის შემცირებას ემსახურება.

ეუთო/ოდირის ანგარიში  არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანი შიდა პოლიტიკური პროცესების გამწვავება არის! ანგარიშის გამოქვეყნების დრო და ტონალობა მიუთითებს ერთადერთ მიზანზე: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის "შეხიდება". ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს.

ბოლო წლებში არაერთი მცდელობა ვიხილეთ, როდესაც საქართველოში რევოლუციის მოწყობას და პროვოცირებას

 

განსხვავებული  ფორმით ცდილობდნენ.  სხვადასხვა პოლიტიკური თუ საინფორმაციო კამპანია სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ ქვეყანაში დაძაბულობა ხელოვნურად გაზრდილიყო და საზოგადოება რადიკალურ სცენარებზე გადართულიყო. თუმცა რეალობამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი გაცილებით ფხიზელი აღმოჩნდა.

ქართულ საზოგადოებას კარგად ესმის, სად მთავრდება პარტნიორობა და სად იწყება გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგი. სწორედ ამიტომ, არც ერთხელ არ წამოეგო იმ „ანკესს“, რომელიც დასავლეთიდან სხვადასხვა პოლიტიკური თუ საინფორმაციო გზით იქნა გადმოგდებული.  ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა სტაბილურობისა და განვითარების სასარგებლოდ. ეროვნული ინტერესების უპირობო დაცვით და მმართველი გუნდის გონივრული პოლიტიკით, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას და განვითარებას. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ნებისმიერი მცდელობა საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებისა საბოლოოდ მარცხისთვის არის განწირული.“ - წერს ჩიხელიძე.