1757870206
დავით ჩიხელიძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადავიდა - დასავლური მედია ბიტკოინების საქმეს ხმაურიანი ბრალდებებით ფარავს, მთავარი მიზანი კი მისი იმიჯის შელახვაა

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადავიდა, უცხოური მედიის ნაწილი „გამოძიების“ საფარქვეშ ცდილობს საზოგადოებისთვის დამახინჯებული სურათის მიწოდებას. ბიტკოინების მითვისების საქმე, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი მთავარი ფიგურანტია, ფაქტობრივად იფარება ხმაურიანი განცხადებებითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რომელთა მთავარი მიზანიც ივანიშვილის იმიჯის შელახვაა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დასავლური მედიის ქმედება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი შავი პიარი ხორციელდება, ხოლო რეალური გარემოებების დადგენა მათ ინტერესში არ შედის. „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადავიდა, უცხოური მედიის ნაწილი „გამოძიების“ საფარქვეშ ცდილობს საზოგადოებისთვის დამახინჯებული სურათის მიწოდებას. ბიტკოინების მითვისების საქმე, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი მთავარი ფიგურანტია, ფაქტობრივად იფარება ხმაურიანი განცხადებებითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რომელთა მთავარი მიზანიც ივანიშვილის იმიჯის შელახვაა. თუ დეტალურად შევხედავთ ჟურნალისტების ქმედებებს, სურათი მარტივად იკითხება: შეკითხვები ჩამოყალიბებულია ისე, რომ პასუხს მნიშვნელობა აღარ აქვს — ნარატივი უკვე დაწერილია; პასუხებისთვის მიცემული ვადები იმდენად მოკლეა, რომ დიალოგის შესაძლებლობა ფორმალურად დარჩეს, რეალურად კი პასუხი ვერ გახდეს ანგარიშგასაწევი; უკვე გაცემული კომენტარები კი დამახინჯებული ან საერთოდ გამოტოვებულია. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს არა ჟურნალისტურ ინტერესთან, არამედ ინფორმაციის მიზანმიმართულად გამოყენებასთან. როდესაც წერილებში ადგილი აქვს ბრალდებებს „დემოკრატიის უკუსვლაზე“ ან „ადამიანის უფლებების დარღვევაზე“, მაშინ როცა რეალური სანქციებიც კი მხოლოდ „რუსეთთან საეჭვო კავშირებით“ იყო ახსნილი, იკვეთება აშკარა ტენდენცია — არსებული ფაქტების გადაფარვა და დამატებითი ბრალდებების შეთხზვა. დასავლური მედიის ქმედება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ივანიშვილის წინააღმდეგ, წინასწარ დაგეგმილი მედიაკამპანიის ფარგლებში შავ პიარს ახორციელებენ, რეალური გარემოებების დადგენა კი მათ ინტერესს არ წარმოადგენს!“ - წერს ჩიხელიძე.